მათ, ვისაც ერთხელ მაინც გაუვლიათ თეთრიწყაროს გორაკებსა და ტყეებში, ვინც ერთხელ მაინც ასულა გომერ გორაზე, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს ხრამის კანიონში და ათასწლეულებიდან ჩვენამდის მოსული ისტორიულ - არქიტექტურულ ძეგლებს, ვისაც უნახია მანგლისის საკათედრო ტაძარი და ფიტარეთი, რა თქმა უნდა,მიხვდებიან ჩვენ სურვილს ამ მომაჯადოებელი სანახაობების შესახებ თხრობის, გადაღებისა და ჩახატვისა...