Из маленького ручейка вырастают огромные реки, из маленьких детей -великие люди...

ქვემო ქართლი



ქვემო ქართლი
ფართობი - 6901 კვ.კმ-ია;

ქვემო ქართლი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. იგი ესაზღვრება
თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებს. იგი მდინარე მტკვრის
დინების ქვემო, მარჯვენა მხარეს არის გადაჭიმული. სწორედ ამგვარი
გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეწოდა მას ქვემო ქართლი. რეგიონის საერთო
ფართობია 6901 კვ.კმ-ია, რაც საქართველოს ტერირიტორიის 10%-ს შეადგენს.
ქვემო ქართლს აღმოსავლეთით ესაზღვრება კახეთის, ჩრდილოეთით-შიდა ქართლის
და მცხეთა-მთიანეთის, დასავლეთით-სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, ხოლო
სამხრეთით სომხეთი და აზერბაიჯანი. იგი  შედგება  გარდაბანის,ბოლნისის,
დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის, მარნეულის მუნიციპალიტეტებისგან.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი.
გეოგრაფია:

ქვემო ქართლში თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ როგოც  ნახევრად უდაბნო, მშრალი
სუბტროპიკული და მაღალმთიანი ალპური ზონები. მის ლანდშაფტს, ძირითადად
ველები და ტყე-ველები შეადგენს. ქედებს შუა ტყეებში ჭარბობს მუხნარი და
რცხილნარი; ხარობს წიფელა, ნეკერჩხალი და სხვა... მარნეულის ვაკე
ადგილებში ვხვდებით ნახევარუდაბნოსთვის დამახასიათებელ მცენარეულ საფარს.
მტკვრის ჭალებში შემორჩენილია ჭალის ტყეები. ქვემო ქართლის უმსხვილესი
მდინარეებია: მტკვარი, ხრამი და ალგეთის ქვემო დინებები. ქვემო ქართლის
ტერიტორიაზე მდებარეობს შემდეგი ტბები: ჯანდარა, წურბლიანი, არყიანი,
ბარეთი და გრძელი ტბა, ლიპი. რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს წალკის,
დმანისის და ალგეთის წყალსაცავები


     

Комментариев нет:

Отправить комментарий

Ура!!! Каникулы!!!